loader

კადრები სამებიდან, სადაც პატრიარქმა 12 სასულიერო პირს ფეხი დაბანა - "ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სამებიდან, სადაც პატრიარქმა 12 სასულიერო პირს ფეხი დაბანა - "ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა"

სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა, რომლის დროსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხი დაბანა.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყო.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 9:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში ჟამნები შესრულდება, 14:00 საათზე - გარდამოხსნის გამოსვენება.