loader

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. "კვირის პალიტრა" არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კაცხის მაცხოვრის ძლევამოსილი ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.

ხატები და სანთლები სტამბა "კოლორში" კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა.

კაცხის მაცხოვრის ხატი, თავისი სტილით და შესრულების მანერით, მე-12 საუკუნის უნდა იყოს. ხატზე არის საქტიტორო წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია რაჭის ერისთავთ-ერისთავი კახაბერი. ეს ის კახაბერ ერისთავი გახლავთ, რომელმაც წმინდა მეფე თამარს კურთხევისას გვირგვინი დაადგა.
სანთლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე