loader

"ნანობს თავის საქციელს" - რას ამბობს სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნანობს თავის საქციელს" - რას ამბობს სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის ადვოკატი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული საგარეჯოს პოლიციიდან კახეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ირინე იჩუკაიძე იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ იცნობს და აქედან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორო მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა,76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.


ავტორი: ნათია წითელაური