loader

როგორ იმოძრავებს თბილისში ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იმოძრავებს თბილისში ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ

მაისის ბოლოს თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში სიახლეები იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც. მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებისთვის მოეწყობა ცალკე ზოლი, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ მგზავრების გადაყვანა.

საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, შესაძლებელია მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობა აღდგეს მელიქიშვილის ქუჩაზე და ავტობუსებს ვაკის მიმართულებით გადაადგილებისთვის აღარ მოუწევთ ჯერ კოსტავას გამზირის, შემდეგ კი ვარაზის ხევის გავლა. ჭავჭავაძეზე დამატებითი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა ქვეითად მოსიარულეებისთვის, რათა მათთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და მარტივი გახდეს.