loader

ესტონეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და ბელორუსი ჟურნალისტები აჭარის რეგიონში - ნახეთ, კიდევ ვინ ესტუმრება რეგიონს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესტონეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და ბელორუსი ჟურნალისტები აჭარის რეგიონში - ნახეთ, კიდევ ვინ ესტუმრება რეგიონს

აჭარაში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული კომპანიების ვიზიტები გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. მათთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა, რომლის შემდეგაც სტუმრებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.

ესტონეთიდან ინფოტურის პარალელურად, აჭარას ბელორუსი ჟურნალისტებიც სტუმრობენ, რომლებიც რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, მიმდინარე თვის განმავლობაში რეგიონს ჟურნალისტები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდანაც ეწვევიან.