loader

"იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა... ცემა-ტყეპა და უბედურება იყო" - ადგილობრივების თქმით, 51-ე სკოლის მე-12 კლასელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა... ცემა-ტყეპა და უბედურება იყო" - ადგილობრივების თქმით, 51-ე სკოლის მე-12 კლასელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

51-ე საჯარო სკოლაში, სადაც წელიწად-ნახევრის წინ არასრულწლოვნებს შორის დაწყებული დაპირისპირება ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა, დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში, იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.