loader

ახალაშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებულის გაყიდვები შემცირდა - როგორია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალაშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებულის გაყიდვები შემცირდა - როგორია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი

"თიბისი კაპიტალმა", 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაყიდვები არ შემცირებულა და მათ იგივე დონე შეინარჩუნეს. 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი, გაყიდვების კლება ფიქსირდება, რაც ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის ბოლო კვარტალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება.

მათივე ცნობით, 2019 წლის იანვრის გაყიდვები, წინა წლის იანვართან შედარებით, 6%-ით არის გაზრდილი, მცირე - 1%-იანი მატებაა თებერვალში, ხოლო მარტში 6%-იანი კლება ფიქსირდება.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებულის გაყიდვები შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული.