loader

საჭირო ინფორმაცია, რომელიც Huawei-ს ყველა მფლობელს დააინტერესებს - დასრულდება თუ არა ჩინური გიგანტის ეპოქა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჭირო ინფორმაცია, რომელიც Huawei-ს ყველა მფლობელს დააინტერესებს - დასრულდება თუ არა ჩინური გიგანტის ეპოქა?

კორპორაცია Google-მა ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-სთან ბიზნესურთიერთობა შეაჩერა. კორპორაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატებმა Huawei შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ჩინურ კომპანიას არ ექნება წვდომა ტექნოლოგიებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, გარდა ღიად ხელმისაწვდომი პროდუქტებისა. ასე მაგალითად, Huawei დაკარგავს წვდომას სისტემა "ანდროიდის" განახლებებთან, რომლითაც კომპანიის სმარტფონებია აღჭურვილი. გარდა ამისა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, კომპანია ვეღარ შეძლებს Google-ის მიერ შექმნილი სიმ-პროგრამების დაყენებას, როგორიცაა, მაგალითად - აპლიკაცია Google play და Gmail-ი.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომელიც უცხო ქვეყნების საფრთხეებისგან შტატების საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დასაცავად სპეცრეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩინური კომპანია Huawei და მასთან დაკავშირებული იურიდიული ფირმები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველობის მოტივით შავ სიაში შეიყვანოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 17 მაისს შევიდა.