loader

ანსამბლმა "რუსთავმა" საქართველოს საელჩოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღე თურქმენეთში აღნიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანსამბლმა "რუსთავმა" საქართველოს საელჩოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღე თურქმენეთში აღნიშნა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" საგასტროლოდ იმყოფებოდა.
თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, მამუკა მურჯიკნელმა თანამშრომლებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამათა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ესწრებოდა.
სიტყვით გამოსვლისას, მამუკა მურჯიკნელმა საქართველოს ისტიორიაზე, გამოწვევებზე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებსა და გეგმებზე ისაუბრა.
ოფიციალურ შეხვედრაზე შეკრებილმა დიპლომატებმა და თურქმნეთის ვიცე-პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. შემდეგ, კი ანსამბლმა "რუსთავმა" კონცერტი გამართა.

სპეციალურად საიტისთვის: გიორგი ბერიძე