loader

"გვიყვარდა ადამიანი, რომლისგანაც ვსწავლობდით ცხოვრების სიყვარულს" - "ბიბლუსი" ნინო ჯაფარიძის გარდაცვალებას ემოციურ პოსტს უძღვნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვიყვარდა ადამიანი, რომლისგანაც ვსწავლობდით ცხოვრების სიყვარულს" - "ბიბლუსი" ნინო ჯაფარიძის გარდაცვალებას ემოციურ პოსტს უძღვნის

ჟურნალისტ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალებას "ბიბლუსი" ემოციურ პოსტს უძღვნის. "დღეს ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ჩვენს უსაყვარლეს, სიცოცხლით აღსავსე თანამშრომელს, ნინი ჯაფარიძეს იცნობდა.
ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ დავკარგეთ კეთილი, ჭკვიანი და სიცოცხლით აღსავსე ძალიან ტკბილი გოგო, რომელიც უდიდესი გულშემატკივარი, საუკეთესო თანამშრომელი და ძალიან დიდი ხალისი იყო "ბიბლუსისთვის"... დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ყველა ჩვენგანს განსაკუთრებით გვიყვარდა; ადამიანი, რომლისგანაც ვსწავლობდით ცხოვრების სიყვარულს; ადამიანი, რომელიც სულ ხალისიან და ბედნიერ განწყობაზე იყო და ერთი სულით ელოდა შვილის მოვლინებას ამ ქვეყანაზე.
მთელი სამსახურის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. ნინი მუდმივად დარჩება "ბიბლუსის" ისტორიას, როგორც საუკეთესო თანამშრომელი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენთან უკეთესობისკენ, ბევრი რამ გვასწავლა და თავი ძალიან შეგვაყვარა. სამუდამოდ წასვლით კი განუშორებელი სევდა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს.

მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა ნინი ჯაფარიძე, "ბიბლუსის" მარკეტინგის გუნდის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი."