loader

გორის შესასვლელში, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობაა შეკრებილი, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორის შესასვლელში, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობაა შეკრებილი, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა

გორის შესასვლელში, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობაა შეკრებილი, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა აქციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ გორში ჩასვლას გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თუმცა, ამის მიუხედავად, შეკრებილთა ერთმა ნაწილმა ავტობანის გადაკეტვა მაინც სცადა. ავტომაგისტრალზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ჯაჭვი გააკეთეს და შეკრებილებს მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზების საშუალება არ მისცეს.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.

როგორც დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები აცხადებენ, ერთეული შემთხვევების გარდა, მათ უმრავლესობას აგროდაზღვევით არ უსარგებლია და შესაბამისად, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.