loader

ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, შესაძლოა, 72 საათში ერთხელ დაჯარიმდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, შესაძლოა, 72 საათში ერთხელ დაჯარიმდნენ

ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა, გზებზე მაინც გადაადგილდებიან, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტრო აპირებს, პარლამენტს შესაბამისი ინიციატივა წარუდგინოს.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, კანონში არ არის პერიოდი დაზუსტებული და ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო დაჯარიმება თვეში ერთხელ ხდება. თუმცა, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დაზუსტდება და ამ სამართალდარღვევაზე პირები 72 საათში ერთხელ დაჯარიმდებიან.