loader

ტექდათვალიერების გავლის მიზნით მძღოლების ნაწილი საბურავებსა და ფარებს ქირაობს, ზოგიერთი სამართალდამცველი კი ითხოვს, დადებითი დასკვნა გაიცეს მათ კერძო ავტომობილებზე - კვლევის შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექდათვალიერების გავლის მიზნით მძღოლების ნაწილი საბურავებსა და ფარებს ქირაობს, ზოგიერთი სამართალდამცველი კი ითხოვს, დადებითი დასკვნა გაიცეს მათ კერძო ავტომობილებზე - კვლევის შედეგები

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელები ტექინსპექტირების გავლის მიზნით საბურავებს, ფარებს, ცეცხლმაქრებს და სხვა აღჭურვილობას თხოულობენ.

მათივე ინფორმაციით, ხშირია ავტონაწილების და აღჭურვილობის ინსპექტირების გასავლელად თხოვება-ქირაობა ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე.

ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა ავტომფლობელების მიერ ინსპექტირების გავლის მიზნით ერთჯერადი მანიპულაციების გამოყენება. მათ შორის, მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება.

კვლევის მეორე ეტაპმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია "ჯეოველ რისერჩთან" თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.