loader

ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ტრაგიკულ დღეს დეტალურად იხსენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ტრაგიკულ დღეს დეტალურად იხსენებენ

სკოლის ექსკურსიის დროს 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ჩანჩქერში გადავარდნილი გოგონას მოსაძებნად მყვინთავებს 14 საათი დასჭირდათ. მოზარდის ცხედარი წყლიდან მაშველებმა მხოლოდ მეორე დღეს ამოიყვანეს. სოფი ნიკოლეიშვილის კლასელი ლუკა თაბაგარი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:

"ტრაგედია, რომელიც გვტკივა და არასდროს დაგვავიწყდება... ჩვენ, სოფი ნიკოლეიშვილის თანაკლასელები, დღეს ვიღებთ სამძიმარს, რადგან ეს საშინელი ტკივილი ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, რომლებიც ჩვენ გვისამძიმრებენ. მადლობა ჩვენი სკოლის უმცროსკლასელებს და ზოგადად, მოსწავლეებს, რომლებმაც ჩაშალეს ყველა სახის საგაზაფხულო ღონისძიება... მწუხარება უსაზღვროა. ვფიქრობთ, სიტყვებსაც არ აქვთ იმხელა ძალა, რომ ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ... ფაქტობრივად, ჩვენც ოჯახის წევრები ვართ.

დიდ ტრაგედიას ათასი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გვესმის უამრავი ჭორი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ველოდებოდით გამოძიების დასრულებას და ამიტომ არ ვაკეთებდით კომენტარებს. საგულისხმოა, რომ თვითმხილველები ვართ და ბუნებრივია, რეალობა ჩვენგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ. სიმძაფრის გამო (თუმცა, ამბავი ისედაც მძაფრია!) მედია ჭრის კადრებს და არ აწვდის საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რომელიც უნდა იტევდეს სიმართლეს. ამიტომ ჩავთვალეთ აუცილებლად, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, როგორ დატრიალდა ეს ტრაგედია ჩვენ თვალწინ... (კიდევ ვიმეორებთ, ეს ჩვენი დიდი ტკივილია!)." - წერს ლუკა. სტატუსის სრული ვერსია


ასევე დაგაინტერესებთ: "16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა" - რას ამბობს საბედისწერო ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას და

"ფეხი დაუცდა ხავსიან ქვაზე და მდინარეში გადაეშვა" - რას ჰყვება სკოლის დირექტორი ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 16 წლის გოგო ემსხვერპლა