loader

რომელია ენცო ფერარის მიერ შექმნილი უკანასკნელი Ferrari-ს მოდელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელია ენცო ფერარის მიერ შექმნილი უკანასკნელი Ferrari-ს მოდელი?

1987 წელს, Ferrari-ს 40 წლის იუბილესთვის მორთულ-მოკაზმულ მარანელოში გამოჩნდა ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი Ferrari-ს მოდელი, ორკარიანი F 40. იმ დროისთვის ეს მოდელი იყო ყველაზე სწრაფი და ძვირად ღირებული Ferrari-ს მოდელი.

გამოსვლის წელს მანქანა 400 000 ამერიკული დოლარი ღირდა, თუმცა მალევე 1990 წელს ბრიტანელი მრბოლელის, ნაიჯელ მენსელის კუთვნილი F40 მილიონად გაიყიდა და მას შემდეგ ფასი მუდმივად ემატება.
Ferrari F40-ის დიზაინი ლეონარდო ფიორავანტიმ შექმნა.

F40-ის გამოსვლიდან ერთ წელიწადში ენცო მიწას მიაბარეს და შემდეგ წელს, 1989-ში, მისმა უკანასკნელმა მოდელმა რალიზე იასპარეზა. 25 წლის ჟან ალეზი მართავდა მაშინ ამ ავტომობილს, რომელიც 26 წამში 274 კმ/საათს ავითარებს.

Ferrari მსოფლიოში უძვირფასეს ავტომობილებს აწარმოებს და მისი შეძენა ერთეულებს შეუძლიათ, თუმცა ეს სრულებითაც არ უშლის ხელს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდეს მსოფლიოს მასშტაბით.

თუ შენც სენტიმენტებით გაჟღენთილ წითელ პეგასზე შეშლილთა რიცხვს მიეკუთვნები, ეს ნამდვილად შენი შანსია, რომ Ferrari-ს მოდელების კოლექციონერი გახდე. Ferrari F40-ის შეძენის შესაძლებლობა კი ჟურნალ AUTO BILD-ის ივნისის ნომერთან ერთდ გექნება.