loader

ნანა კოსტავამ, რომელმაც გუშინ, ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დაზე დამცინავი პოსტი დაწერა, თანამდებობა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანა კოსტავამ, რომელმაც გუშინ, ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დაზე დამცინავი პოსტი დაწერა, თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრმა ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო "ფეისბუქზე" ავრცელებს. 

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს." - ნათქვამია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ნანა კოსტავამ იმ გოგონას ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, 16 წლის და დაეღუპა. პოსტს ჰქონდა წარწერა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით კოსტავამ პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 


ასევე დაგაინტერესებთ: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ლაგოდეხში ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას დას ქუთაისის საკრებულოს წევრმა დამცინავი სტატუსი მიუძღვნა

სრული ჩანაწერი: ქუთაისელი დეპუტატის პირველი კომენტარი ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც 16 წლის გოგონას დისთვის დაწერილმა სტატუსმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

"16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა" - რას ამბობს საბედისწერო ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას და