loader

ვინმე თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მოდით და ნახეთ, თუ არ უნდა იყოს ეს პრეზიდენტის უბანი - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედნის გახსნაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინმე თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მოდით და ნახეთ, თუ არ უნდა იყოს ეს პრეზიდენტის უბანი - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედნის გახსნაზე

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა. აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია.

დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც გულისხმობს 7 სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის 2 ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები, ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარია“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: რას დაჰპირდა კალაძე მეყვავილეებს, რომლებიც ორბელიანის მოედანზე ვაჭრობდნენ

რა ხდება ორბელიანის მოედანზე, სადაც დღეს მთელი თბილისი დაპატიჟეს - პირდაპირი კადრები განახლებული უბნიდან