loader

"დედპული", "სპაიდერმენი", "კაპიტანი ამერიკა" და სხვები - რა ხდებოდა "პალიტრა L-ის" პირველ ქოსფლეიზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედპული", "სპაიდერმენი", "კაპიტანი ამერიკა" და სხვები - რა ხდებოდა "პალიტრა L-ის" პირველ ქოსფლეიზე

„ქოსფლეი“, ანუ საყვარელი ფილმებისა და თამაშის გმირებივით გამოწყობა ბოლოდროინდელი ჰიტია. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ „მარველის“ მოყვარულები წიგნის ფესტივალზე „მარველის“ სუპერგმირების „ქოსფლეიზე“ გამოიწვია.

საუკეთესო კოსტიუმის, „ქოსფლეის“ ავტორს გადაეცა „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია ისტორიებთან ერთად, ასევე „ჰალკის“ ფიგურა და 50-ლარიანი ვაუჩერი გამომცემლობა „პალიტრა L-ის" წიგნებზე. მონაწილეებს, ჩაცმულობის გარდა, თავი საყვარელ პერსონაჟზე ორიგინალური საუბრით უნდა გამოეჩინათ. 
ასევე, ღონისძიებაზე გაიმართა საუბრები „მარველის“ გმირებსა და ანტიგმირებზე.

ღონისძიებაზე მოსულ პატარებს დახვდათ მუსიკა, ფოტოსესია. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა, საყვარელი გმირის მსგავსად მოეხატათ სახე.