loader

"კალანდიას მამხილებელი არაფერი დგინდება" - რას ამბობდა თვეების წინ ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი "ოქ­როს მოწ­მეზე", რომელიც დღეს დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კალანდიას მამხილებელი არაფერი დგინდება" - რას ამბობდა თვეების წინ ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი "ოქ­როს მოწ­მეზე", რომელიც დღეს დააკავეს

არას­რულ­წო­ვა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბი­დან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რის შემ­დეგ ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის "ოქ­როს მოწ­მე" მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ.

სწო­რედ მი­ხე­ილ კა­ლან­დია აღ­მოჩ­ნდა ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ფი­გუ­რან­ტი. მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საქ­მე­ში თა­ვი­დან­ვე დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. მა­შინ­ვე გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ მას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, კა­ლან­დია საქ­მი­დან "გა­მო­ეძ­ვრი­ნათ". პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში "გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლო­ბე­ლი" პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლა - მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი. შსს-მ გა­სუ­ლი წლის 9 ივ­ნისს იგი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

სუ­ბე­ლი­ან­სა და კა­ლან­დი­ე­ბის ოჯახს ახლო ნა­თე­სა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. სწო­რედ ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სუ­ბე­ლი­ან­მა სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კა­ლან­დი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "საქ­მე ჩა­უ­წყო".

ეს ეჭვი საქ­მის პრო­კუ­რო­რის ზვი­ად ფხა­კა­ძის პო­ზი­ცი­ამ და გან­ცხა­დე­ბებ­მა კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა. გა­სულ წელს, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იგი აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ვერ იპო­ვეს ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კა­ლან­დი­ას შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის ეჭვს გა­ა­ჩენ­და.

იხილეთ ვრცლად ambebi.ge-ზე