loader

"მიმოწერა წაიკითხა, მასზე ქილიკობდნენ, რომ დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა" - წყალტუბოში შეყვარებულის საფლავზე გარდაცვლილი 19 წლის გოგონას შესახებ ახალი დეტალებია ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიმოწერა წაიკითხა, მასზე ქილიკობდნენ, რომ დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა" - წყალტუბოში შეყვარებულის საფლავზე გარდაცვლილი 19 წლის გოგონას შესახებ ახალი დეტალებია ცნობილი

წყალტუბოში 19 წლის გოგომ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. "პრაიმტაიმის" იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, გოგონამ თვითმკლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მეგობარს უთხრა, რომ შეყვარებულის მეგობრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

"გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სოციალურ ქსელში "ჩატი" გააკეთეს, რათა მეგობრის საფლავზე გასვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. ავარიაში დაღუპული ბიჭის სოციალური ქსელით გოგონაც სარგებლობდა და მან შეყვარებულის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა, სადაც მასზე ქილიკობდნენ და წერდნენ, რომ გოგონა 26 წლის დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა და სარკაზმით წერდა ერთ-ერთი - მეშინია თავი არ მოიკლას დარდითო" - განუცხადა "პრაიმტაიმს" გოგონას მეგობარმა.

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ საფლავზე თვითმკვლელობამდე გოგონამ შეყვარებულის საფლავზე რამდენიმე დღით ადრე, თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენობის წამალი დალია, თუმცა მაშინ გადარჩა...




წყარო: პრაიმტაიმი