loader

როგორ უცვლის ადიდებულ მდინარეში მდგომი მამაკაცი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, წყალს მიმართულებას - კადრები ჭუბერიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უცვლის ადიდებულ მდინარეში მდგომი მამაკაცი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, წყალს მიმართულებას - კადრები ჭუბერიდან

ჭუბერის თემში მდინარე დევრულა ადიდდა, რის შედეგადაც სოფელ ყარს-გურიშთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დაზიანდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა განუცხადა, ხიდზე ავტომანქანით გავლა შეუძლებელია, თუმცა ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება შეუძლიათ. მისივე თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. წყლის დინებამ ამ მომენტისთვის იკლო.

ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია ადიდებულმა მდინარე დევრულამ კალაპოტი გაარღვიოს და მიმდებარე ტერიტორია დატბოროს. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის იმ ადგილას, სადაც დატბორვის საშიშროებაა, ახლა ტექნიკა მუშაობს და წყალს მიმართულებას უცვლის.


კადრებს "ფეისბუქზე" გალა ჩხვიმიანი ავრცელებს.