loader

"აწი ტრ..ი... მოგიტ...ავ" - კადრები თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აწი ტრ..ი... მოგიტ...ავ" - კადრები თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვიდეომ, უფრო სწორად, "ფეისბუქჩართვამ" საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. კადრში ჩანს, გაპარსვის წინ თავშესაფრის თანამშრომელი როგორ უხეშად ექცევა ძაღლს.

თამაზ ელიზბარაშვილის "ფეისბუქგვერდი" კრიტიკოსებს პასუხობს: "კლავიატურის ლომებო, მოგწერეთ ზევით, ვინ არის ეს კაცი. ლეკვებს ყიდის თუ ფოჩებიან სიკოებს, მე არ მაინტერესებს. გარკვეული საფასურით ასე დადის გამოძახებაზე და პარსავს და ვარცხნის ძაღლებს. დიდი ტანის ძაღლს პარსავს 30 ლარად, საშუალოს 20, პატარას 10 ლარად. გამოვიძახე, მოვურიგდი ფასზე და მესამე დღეა პარსავს თავშესაფრის ძაღლებს. ყველა ძაღლის გაპარსვა, რაც კი გაპარსა ამ სამი დღის განმავლობაში, გადაიცემოდა პირდაპირ ლაივში და დევს ჩვენს ფბ გვერდზე. მეც არ მომეწონა მისი გუშინდელი საქციელი. არც ფული გადავუხადე და დავემშვიდობე. შეიძლება მარტო შენიშვნა მიმეცა და დარჩენილი 261 ძაღლიც გაეკრიჭა, მაგრამ თქვენმა ორკესტრირებულმა ლანძღვამ გადამაწყვეტინა მასთან მოლაპარაკების გაწყვეტა. ახლა თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ ფასად მომიძებნით ძაღლების ,,პარიკმახერს" ან თქვენ მობრძანდებით მოხალისედ. მაგრამ იმდენი თქვენ რა გითხრათ, რაც მომსვლელები არ ხართ. მხოლოდ აქ, კლავიატურასთან ხართ მაგარი სირები.
ვიმეორებ, ეს კაცი არის ძაღლების ,,პარიკმახერი" გამოძახებით და არა ჩვენი თანამშრომელი.
სამი დღე იმუშავა, ბოლოს უხეშად მოიქცა, არც ფული გადავუხადეთ და გაუშვით. რა უნდა გვექნა? უნდა გვეცემა?"