loader

პოლიციელებმა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს თბილისში ხალხის თვალწინ სცემეს - შემთხვევა თბილისში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელებმა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს თბილისში ხალხის თვალწინ სცემეს - შემთხვევა თბილისში მოხდა

ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ივანე კაკალიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ საკითხს გენინსპექცია სწავლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული ფაქტის გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს თბილისში, დადიანის გამზირზე სახალხოდ, უამრავი ადამიანის თვალწინ გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოძალადეები გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. აღნიშნული შემთხვევა 29 მაისს მოხდა.