loader

ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მუშახელს გერმანიაში დასაქმება გაუიოლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მუშახელს გერმანიაში დასაქმება გაუიოლდება

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან კვალიფიციური მუშახელის დასაქმებას მნიშვნელოვნად აიოლებს. დოკუმენტი ითვალისწინებს ყველა უცხოელი მუშახელის დასაქმების გამარტივებას. აღსანიშნავია, რომ პროცედურა გამარტივდება არა მხოლოდ იმ დარგებში, სადაც კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, არამედ ცვლილება ყველა სფეროში დასაქმების მსურველს შეეხება.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, გერმანიაში სამსახურის ძებნის მიზნით ჩასვლის ნება დართეს. მათ სამუშაოს მაძიებლის სტატუსით გერმანიის ტერიტორიაზე ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა, თუმცა ასეთ უცხოელებს სამუშაო ადგილის ძიებისას სოციალური შეღავათების მიღების უფლება არ აქვთ.