loader

რა რეაქცია ჰქონდათ აქციის მონაწილეებს, როდესაც წამყვანმა ბერას სტატუსი წაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რეაქცია ჰქონდათ აქციის მონაწილეებს, როდესაც წამყვანმა ბერას სტატუსი წაიკითხა

ბერა, თუ გული შეგტკივა, გამოდი აქციაზე და შეუერთდი ჩვენს მოწოდებებს, რომ გადადგეს გახარია, - ამ სიტყვებით მიმართეს ბერა ივანიშვილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა.

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა შეკრებილებს ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი წაუკითხა, რის შემდეგაც, ბერა ივანიშვილს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

"ორი საათი სჭირდება ხოლმე ბერას პოსტიდან მამამისის რეაქციებს, იქნებ დღესაც მოესწროს. რაღა ამას არ დაუჯერებს, ყველაფერს უჯერებს. როგორც ჩანს, ბერა გვიერთდება", - განაცხადა მაქარაშვილმა.

ამ წუთებში, საპროტესტო აქციაზე "გახარია წადის" სკანდირებენ.



ასევე დაგაინტერსებთ: "მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს" - ბერა სტატუსს აქვეყნებს