loader

"გავიკეთე გვირგვინი და მთელი გზა ყვირილით გამოვიარე... ქუსლებზე მდგომმა, განწირული ხმით, როგორც შევძელი, ისე გავაპიარე საქართველო" - ქართველი გოგონა ნიუ-იორკის "ქალთევზების აღლუმზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავიკეთე გვირგვინი და მთელი გზა ყვირილით გამოვიარე... ქუსლებზე მდგომმა, განწირული ხმით, როგორც შევძელი, ისე გავაპიარე საქართველო" - ქართველი გოგონა ნიუ-იორკის "ქალთევზების აღლუმზე"

აშშ-ში მცხოვრები ქართველი გოგონა "ფეისბუქზე" ვიდეოს აქვეყნებს თანდართული ტექსტით: "გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო. 
დღეს ნიუ-იორკში, კონი აილენდზე ჩატარდა @Mermaid Parade, ანუ ქალთევზების აღლუმი. ბედნიერი ამერიკელები იღებდნენ მონაწილეობას, თითქმის ყველა შტატიდან. ასევე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი საყურებლად. 
მე გადავიხადე თანხა, რომ აღლუმზე გამოვსულიყავი. გავიკეთე ჩემი გვირგვინი თავზე და მთელი ეს გზა, კონი აილენდის ამფითეატრიდან სანაპირომდე, ყვირილით გამოვიარე. ესტუმრეთ საქართველოს, საქართველო მაგარი ქვეყანაა. ჩვენ გვიყვარს ამერიკა და ამერიკელები. მე, ცისნამ საყვარლიშვილმა დღეს ორი საათის განმავლობაში, ამ სიცხეში, მზეზე, ქუსლებზე მდგომმა განწირული ხმით საქართველო, როგორც შევძელი, ისე გავაპიარე. გთხოვთ, არ შეგეშალოთ, ეს არ იყო #LGBTQ აღლუმი. 
ვფიქრობ, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. მაშინ, როცა პუტინი ემუქრება საქართველოს, რუსეთის მოქალაქეები აღარ ესტუმრებიანო, პუტინო, შენი დედაც, საქართველოს დიდი პოტეციალი აქვს, რომ ამერიკიდან მიიზიდოს ტურისტები. ბევრმა მათგანმა იცოდა საქართველოს შესახებ და უხაროდათ ჩემი დანახვა. 
მოვხვდი ამერიკის წამყვანი ტელევიზიების ობიექტივშიც. საქართველო ძაან მაგრად იქნება რუსეთის გარეშე და გთხოვთ, ყველამ გაითავისეთ ეს. 
გიგზავნით სითბოს და სიყვარულს შორეული ამერიკიდან. 
სიყვარულით, 
ცისნამი".