loader

რა განცხადება გააკეთა 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულმა ირაკლი ხვადაგიანმა გათავისუფლების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განცხადება გააკეთა 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულმა ირაკლი ხვადაგიანმა გათავისუფლების შემდეგ

20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე დაკავებულები - ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევეად ბცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ იოსებ თხელიძე, ირაკლი ხვადაგიანი და ცოტნე ცხვედიანი სამართალდამრღვევები არიან წარდგენილ ბრალდებაში და მათ განესაზღვრათ 3-3 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, სამივე პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს, შესაბამისად, 9,11,12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.