loader

პასუხი კითხვებზე, რომელიც ივანიშვილის გუშინდელმა ინიციატივამ ბევრს გაუჩინა - მარტივი განმარტება, რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პასუხი კითხვებზე, რომელიც ივანიშვილის გუშინდელმა ინიციატივამ ბევრს გაუჩინა - მარტივი განმარტება, რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი

"ქართულმა ოცნებამ" რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართება, თუმცა, არაფერი უთქვამს გახარიას გადადგომა-არ გადადგომაზე.
მოდით, ავხსნათ, რას ნიშნავს ნულოვანი საარჩევნო ბარიერი და არსებობს თუ არა საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტი.

რეალურად, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიკურ ფორმულას, სადაც დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს. საქართველოს შემთხევაში ეს დაახლოებით 0.67% გამოდის. ანუ, 0.67% ერთ მანდატს უდრის.
თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ არჩევნებში მანდატების 100-ვე პროცენტი ორმა ან სამმა პარტიამ გადაინაწილოს.

"პალიტრავიდეოს" ესაუბრა კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს, რომელმაც განმარტა, რომ 0%-იანი ბარიერის შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შანსები მაღალია.