loader

"როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი" – სასტუმრო "იოტაში" "ლურჯი ოკეანისა" და "ჯეპრას" ორგანიზებით ბიზნესვორკშოპი გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი" – სასტუმრო "იოტაში" "ლურჯი ოკეანისა" და "ჯეპრას" ორგანიზებით ბიზნესვორკშოპი გაიმართება

27 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო "იოტაში" გაიმართება ღონისძიება: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი. ღონისძიების ფარგლებში ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს წიგნის, "როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი" პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება განკუთვნილია მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტებისთვის, ასევე, პროექტებისა და პროდუქტის მენეჯერებისთვის; მათთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნისა და გარდაქმის პროცესებით.

სპიკერები:

სოსო გალუმაშვილი - წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია "ჯეპრას" დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი.
გიორგი ყანჩაველი - ტრენერი.

ივენთის განმავლობაში "ლურჯი ოკეანის" წიგნები გაიყიდება 25%-იანი ფასდაკლებით.

დასასწრებად შეიძინეთ ბილეთები ბმულზე: http://bit.ly/BMTKT
იჩქარეთ! დროულად შეიძინეთ ბილეთები, რადგან ადგილები შეზღუდულია.