loader

პეკინის ქუჩაზე, "აიპლუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას დაკავებული ახალგაზრდა პოლიციამ გამოიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინის ქუჩაზე, "აიპლუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას დაკავებული ახალგაზრდა პოლიციამ გამოიყვანა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, "აიპლუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დანაშაული აღკვეთეს. უწყების ცნობითვე, მამაკაცი, რომელიც მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა, ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.




ასევე დაგაინტერესებთ: "შემოვიდნენ ცივი იარაღით, თანხას და აიფონებს ითხოვდნენ" - რა ხდებოდა Iplus-ში პოლიციის მისვლამდე, თანამშრომელი დეტალებს ჰყვება