loader

"აქ წამოსვლა არ ნიშნავს, რომ თვალახელილი ჩამოვალ, ან კიდევ უფრო სისულელე - თვალს გადავინერგავ" - მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, გერმანიიდან მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ წამოსვლა არ ნიშნავს, რომ თვალახელილი ჩამოვალ, ან კიდევ უფრო სისულელე - თვალს გადავინერგავ" - მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, გერმანიიდან მიმართვას ავრცელებს

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული მაკო გომურის ინფორმაციით, სამშაბათს, გერმანიაში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება.

როგორც მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, ერთ თვალში მხედველობა მთლიანად დაკარგული აქვს და არ აღდგება, ხელოვნური თვალის ჩასმაზე კი ფიქრი რამდენიმე კვირის შემდეგ, ჭრილობის შეხორცების მიხედვით გადაწყდება.