loader

"ქედს ვიხრი იმ ახალგაზრდების წინაშე, ვინც ქუჩაში დგას" - ბუბა კიკაბიძის საინტერესო ინტერვიუ რუსთაველის აქციებზე, პუტინსა და რუსულ პოლიტიკაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქედს ვიხრი იმ ახალგაზრდების წინაშე, ვინც ქუჩაში დგას" - ბუბა კიკაბიძის საინტერესო ინტერვიუ რუსთაველის აქციებზე, პუტინსა და რუსულ პოლიტიკაზე

ქართველი პოპურალური მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციებს სოლიდარობას უცხადებს და საზოგადოების პროტესტს მიესალმება. "დოიჩე ველეს" რუსული ახისთვის მიცემულ ინტერვიუში ის რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ კატეგორიულად ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ პუტინს სურს, საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად აქციოს.

გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტის კომენტირებისას მსახიობი ამბობს, რომ გავროილოვის სახელი საქართველოში კარგად ახსოვთ, ამიტომაც სპიკერის სკამში მისმა ნახვამ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია. "მე ქედს ვიხრი იმ ახალგაზრდების წინაშე, ვინც 11 დღეა ქუჩაში დგას. რუსეთის საკითხი საქართველოსთვის მაარადიულია, რუსეთი სწევს საზღვრებს, იტაცებს მიწებს და ადამიანებს. იქ მცხოვრებლებს ახლობლების საფლავებზე გასვლის საშუალებაც არ აქვთ. ეს საზიზღრობაა!"

რაც შეეხება პუტინის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას, კიკაბიძე დარწმუნებულია, რომ "ტურისტები მაინც ჩამოვლენ, ეს ძალიან ცუდი სცენარია. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველო გუბერნიად უნდა გადაიქცეს: საქართველო უნდა დაინგრეს, აქ ისე ცუდი ცხოვრება უნდა იყოს, რომ კრემლმა დახმარება შემოგვთავაზოს და ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდეს" .

"პატარა ქვეყნის დაღუპვა იოლია, დიდის - ვერა, ისინი არ უნდა შემძვრალიყვნენ უკრაინაში - მათ ძალიან უყვართ თავიანთი სამშობლო და საქართველოსავით პატარები არ არიან!" - აცხადებს ბუბა კიკაბიძე.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა რუსეთის მხრიდან საშიშროებას, კიკაბიძე პასუხობს, რომ ქართველი ხალხი მუდმივად გრძნობს "რაიმე ცუდს" მეზობელი ქვეყნისგან და ეს უკვე ძალიან თვალსაჩინო გახდა.

"კრემლმა უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდების პროტესტი და გაიგოს საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ, ის, რომ საქართველოს სურს, გახდეს დემოკრატიული ქვეყანა. პოლიტიკა ერთია და ხალხი - მეორე. ვიცი, რომ რუსების ნაწილს არ მოსწონს პუტინის პოლიტიკა, რომელიც იპყრობს სხვა ქვეყნების მიწებს. ეს რუსეთს ძალიან ცუდად დაუბრუნდება!"

"რუს პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა მათ ოკუპანტებს ვუწოდებთ! აბა, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც მიწას გართმევს და იქ მავთულხლართებს აბამს?!" - ამბობს მსახიობი და მომღერალი ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტასაც "პალიტრავიდეოს" გთავაზობთ.