loader

"როგორ შეიძლება მე თქვენ მეზიზღებოდეთ?!" - თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური კომენტარი აქციის დაწყების წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ შეიძლება მე თქვენ მეზიზღებოდეთ?!" - თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური კომენტარი აქციის დაწყების წინ

პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. დღევანდელი აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და ის სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებს დაეთმობა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებისადმი მიძღვნილი სიმღერას შეასრულებენ.

აქცია-კონცერტზე ასევე წარდგება მომღერალი ნინო ქათამაძეც. აქციის ორგანიზარები შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მიიღონ ალკოჰოლური სასმელი, რადგან არ გამორიცხავენ რომ პროვოკაციები მოხდეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხვალ სცენა პოეტებსა და მწერლებს დაეთმობა. შაბათს კი, ორგანიზატორების ინფორმაციით, თავისუფლების მარში ივანიშვილის რეზიდენციამდე გაიმართება.