loader

"ბათუმი: შეხვედრების ქალაქი" - იხილეთ და შეაფასეთ უახლესი კლიპი, რომელიც ზღვისპირა ქალაქის პოპულარიზაციისთვის გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბათუმი: შეხვედრების ქალაქი" - იხილეთ და შეაფასეთ უახლესი კლიპი, რომელიც ზღვისპირა ქალაქის პოპულარიზაციისთვის გადაიღეს

ბათუმი - შეხვედრების ქალაქი - ასე ჰქვია ბათუმის ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში ხაზგასმულია, რომ ბათუმი არის ქალაქი, რომელიც ქმნის დადებით შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს, ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და მათთვის ეს შეხვედრები ახალი გზის დასაწყისია.

"ერთ დღეს შენ იგრძნობ, რომ ეს სწორედ ის დღეა, რომელიც არასოდეს უნდა დასრულდეს. ეს სწორედ ის დროა, რომელიც უნდა გაჩერდეს და ყოველთვის, როცა იმ შეხვედრას გაიხსენებ, რომელმაც ახალი შესაძლებლობების ზღვა გიჩვენა გაიხსენებ მისკენ მიმავალ გზასა და ქალაქს, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს. ეს ბათუმია - შეხვედრების ქალაქი და შენ სად ხარ ახლა?"

ვიდეორგოლი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სარეკლამო კომპანია RedPoint-მა გადაიღო. ეს ბათუმის რიგით მესამე ვიდეორგოლია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა. ჯამში, კი ბოლო სამ წელში აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით დეპარტამენტმა 8 საიმიჯო ვიდეორგოლი შესთავაზა ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს