loader

"გოჭი", "ოსკარი", "ყურშა", "წიე" და სხვები - შსს-ს მიერ "ქურდული სამყაროს" 10 წევრის დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოჭი", "ოსკარი", "ყურშა", "წიე" და სხვები - შსს-ს მიერ "ქურდული სამყაროს" 10 წევრის დაკავების კადრები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად "ლამბო"), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად "ოსკარი", იგივე "ალესკერი"), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად "ხომეინი"), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად "გოჭი"), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად "ჯოლო"), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად "ბაჩო"), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად "წიე") და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად "ყურშა"). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად "ლერის") ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.