loader

აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას აპირებს

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომელთა გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა და განმარტა, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, რომელიც რეალურ სივრცეში ავტომანქანის მართვას გულისხმობს, 4 სხვადასხვა მარშრუტია შედგენილი.

მისივე განმარტებით, მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს მიმართულებას, თუ რა მარშრუტით უნდა დაიწყოს გადაადგილება, კომპიუტერული პროგრამა მისცემს.