loader

"გამომცემლობა თვითონ მიკავშირდება, ყველაფრის ორგანიზებას თვითონ აკეთებს, ეს მწერლისთვის ნამდვილი სამოთხეა" - „პალიტრა L-ის“ წარმომადგენლები „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამომცემლობა თვითონ მიკავშირდება, ყველაფრის ორგანიზებას თვითონ აკეთებს, ეს მწერლისთვის ნამდვილი სამოთხეა" - „პალიტრა L-ის“ წარმომადგენლები „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენლები „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ
შეხვედრაზე მათ სამომავლო გეგმები განიხილეს და ისაუბრეს გამარჯვებული ავტორების წიგნების გამოცემის სპეციფიკასა და პროცედურებზე.
თამარ გოდერიძე, თინიკო ბერიძე და ნანი მანველიშვილი კონკურსის განმავლობაში ხალხის რჩეულები, ხოლო ნიკოლას მაჩაბელი და არჩილ ფირიაშვილი კი ჟიურის რჩეულები გახდნენ. სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე საუბრის შემდგომ გამარჯვებულებმა გამომცემლობა დაათვალიერეს და სარედაქციო ჯგუფი გაიცნეს.
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულების რომანები სულ მალე გამოიცემა და მკითხველს მათი გაცნობა უკვე წიგნის სახით შეეძლება.