loader

"უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ, თუმცა ვცდილობ, არ წავიკითხო, ნერვები არ მაქვს" - თიკა ჯამბურიას პირველი კომენტარი მის გუშინდელ დაკავებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ, თუმცა ვცდილობ, არ წავიკითხო, ნერვები არ მაქვს" - თიკა ჯამბურიას პირველი კომენტარი მის გუშინდელ დაკავებაზე

მომღერალი თიკა ჯამბურია გუშინ მისი დაკავების ფაქტს "ფეისბუქზე" ეხმაურება და დეტალურად განმარტავს მომხდარს:

"პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით... მეორე რიგში, მინდა მოგიყვეთ, რა მოხდა... ვნახე, რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ, თუმცა ვცდილობ, არ წავიკითხო, ფიზიკურად ნერვები არ მაქვს.

მოკლედ, მე ვცხოვრობ რუსთაველის 1 ნომერში, ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია პანორამა თბილისის მშენებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ანუ მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა, არც ეზო, ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვერ ვაჩერებთ. აქედან გამომდინარე, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთავთ ნება მანქანის გაჩერების... " - წერს ჯამბურია.


ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემი შვილი რა დღეშია, გადაიღეთ!" - მომღერალ თიკა ჯამბურიას დაკავების კადრები