loader

Euronews ქართულად - საერთაშორისო საინფორმაციო არხი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Euronews ქართულად - საერთაშორისო საინფორმაციო არხი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს

Euronews-ი ქართულად - საერთაშორისო საინფორმაციო არხი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს. "ევრონიუსი" და კომპანია "სილქნეტი" "ევრონიუს საქართველოს" აფუძნებენ, რომელიც ახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება. მემორანდუმის თანახმად, "სილქნეტს" ახალი მედია შეემატება, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება "ევრონიუსის" ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაციასთან.

"ევრონიუს საქართველო" გამოიყენებს "ევრონიუსის" ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს. ამასთან, "ევრონიუსი" გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება. "სილქნეტის" წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ოჯახში კიდევ მეტად ინტეგრირებას.

"ევრონიუსი" ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს.