loader

რა ვითარებაა მესტიაჭალის ხეობაში, სადაც წყალმოვარდნა ღვარცოფში გადაიზარდა და ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა მესტიაჭალის ხეობაში, სადაც წყალმოვარდნა ღვარცოფში გადაიზარდა და ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ, მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტიაჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა (მოვარდნილი ტალღის დონემ მდ. მესტიაჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სმ-მდე მოიმატა). წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ: პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე - 14:00 სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები.