loader

"რა კაცი დავკარგეთ" - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც თუშეთში დაღუპული ზაურ გი­გო­ი­ძე ლექსს ემოციურად კითხულობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა კაცი დავკარგეთ" - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც თუშეთში დაღუპული ზაურ გი­გო­ი­ძე ლექსს ემოციურად კითხულობს

27 ივ­ლისს, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, ფშა­ვი-ომა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მე-20 კი­ლო­მეტრზე მომ­ხდა­რ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი "კა­მა­ზის" მარ­კის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა, გზი­დან გა­და­ვი­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 3 მო­ქა­ლა­ქე ხე­ვი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის სა­მი­ვე მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო სულ ხუთ­მა ადა­მი­ან­მა.

სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. თბი­ლი­სი­დან ასე­ვე გა­ემ­გზავრნენ და­მა­ტე­ბი­თი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარი გა­მო­უ­ცხა­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სატ­ვირ­თო­ში ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი თუ­შე­თო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და­სას­წრებ­ლად სო­ფელ ომა­ლო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ოჯა­ხის სამი წევ­რი, მამა შალ­ვა შა­ბა­ლა­ი­ძე და მისი ორი შვი­ლი გაგა და ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი არი­ან. აქე­დან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია. ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც დაღუპულებს ეხება. მათ შორისაა ვიდეო, რომელშიც ზაურ გი­გო­ი­ძე ლექსს ემოციურად კითხულობს. ვიდეოს გვერდი "წამო თუშეთში კაია" ავრცელებს.