loader

ჩამონგრეული კედლები და ჩამოყრილი ქვები - რა მდგომარეობაშია ანანურის სამონასტრო კომპლექსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩამონგრეული კედლები და ჩამოყრილი ქვები - რა მდგომარეობაშია ანანურის სამონასტრო კომპლექსი

ჩამონგრეული კედლები და ჩამოყრილი ქვები - ასეთი სიტუაცია დახვდათ 19 ივლისს "საყდრისის კომიტეტის" წევრებს ანანურის სამონასტრო კომპლექსში.

"საყდრისის კომიტეტის" წევრები და ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შესაბამისი სამსახურების გულგრილი დამოკიდებულის შედეგად ანანურის უნიკალური კომპლექსი ზიანდება, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია გალავანი, ქონგურები და კოშკების სახურავები, სადაც როგორც წესი, ყველა ფოტოს გადაღებას ცდილობს.

29 ივლისს "საყდრისის კომიტეტის" მოთხოვნით, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ანანურში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენ. ინსპექციის წარმომადგენლები ჩავლენ.

სამოყვარულო კამერით გადაღებული კადრები "პალიტრავიდეოს" "საყდრისის კომიტეტმა" მოაწოდა.