loader

"დღეს ის კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ, გადარჩენის შანსი მინიმალურია" - ვინ არის 16 წლის მოზარდი, რომლის მდგომარეობაც გაუმართავი რეანომობილის გამო დამძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ის კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ, გადარჩენის შანსი მინიმალურია" - ვინ არის 16 წლის მოზარდი, რომლის მდგომარეობაც გაუმართავი რეანომობილის გამო დამძიმდა

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" ამბროლაურის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსით მყოფი მოზარდის ამბავი გავრცელდა, რომელშიც სტატუსის ავტორი წერდა, რომ რეანომობილის გაუმართაობის გამო ბიჭის მდგომარეობა დამძიმდა. გუშინ თბილისის თბილისის N124 საჯარო სკოლამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ 16 წლის მოზარდი მათი მოსწავლეა:

"ამბროლაურის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა!!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დასჭირდა ადგილზე მისვლას...

ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული... მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა... ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს... დღეს ის კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ, გადარჩენის შანსი მინიმალურია." - ნათქვამია სკოლის "ფეისბუქის" გვერდზე.