loader

საქართველოში საქონლის ხორცის ფასი 2 ლარით გაიზარდა და კიდევ გაძვირდება - რას ამბობენ ხორცით მოვაჭრეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში საქონლის ხორცის ფასი 2 ლარით გაიზარდა და კიდევ გაძვირდება - რას ამბობენ ხორცით მოვაჭრეები

საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა. ბაზრობაზე ამბობენ, რომ თუ ერთი თვის წინ 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. ხორცით მოვაჭრეების თქმით, ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ.

საქონლის ხორცზე კიდევ რამდენიმე ლარით ფასის მატებას ვარაუდობენ ფერმერები. ბექა გონაშვილის თქმით, პრობლემას ქნის ადგილობრივი წარმოების არქონა, რაც მომავალშიც ხორცზე ფასის ზრდის მთავარი გამომწვევი ფაქტორი იქნება.