loader

თბილისში ახალი გზა აშენდება: რა ქუჩებს დააკავშირებს გზა, რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ლარი იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ახალი გზა აშენდება: რა ქუჩებს დააკავშირებს გზა, რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ლარი იქნება

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ "აგროჰაბსა" და ყოფილ "მათე მოტორსს" შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დღეს ადგილზე დაათვალიერა.

მისი თქმით, პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვის ვადაში დასრულდება.