loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ, ვინც აჭარაში აპირებს დასვენებას - ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ, ვინც აჭარაში აპირებს დასვენებას - ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს

"Batumi Discount Card"-ით ტურისტებს აჭარაში 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს განახლებულ ბათუმის ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს. ახალი "Batumi Discount Card"-ით მოგზაურებს აჭარაში დასვენებისას 40%-მდე ფასდაკლების მიღება 52 ტურისტულ ობიექტში შეუძლიათ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი "აპოლო", გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი, სხვადასხვა კვებისა და განთავსების ობიექტი. ახალი "Batumi Discount Card"-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა.

ფასდაკლებების ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა. ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობასა და აქტივობაზე, ტურისტულ სააგენტოსა და სავაჭრო ობიექტში შეუძლიათ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ-ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით. Batumi Discount Card-ის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებპორტალზე Gobatumi.com.