loader

პოლიტიკოსები სპორტულ ფორმაში: პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიტიკოსები სპორტულ ფორმაში: პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, პარლამენტის საფეხბურთო გუნდი ყვარელის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფეხბურთი საქართველოში გამორჩეული სპორტის სახეობაა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნული საფეხბურთო შეხვედრა სწორედ ამ თემის პოპულარიზაციას ეხება.