loader

7-მა დაქალმა იყიდა ფეშენებელური სასახლე, რომ სიბერე ერთად გაატარონ - რა ხდება მდიდრულ სახლში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7-მა დაქალმა იყიდა ფეშენებელური სასახლე, რომ სიბერე ერთად გაატარონ - რა ხდება მდიდრულ სახლში?

შვიდმა დაქალმა იყიდა სამსართულიანი ფეშენებელური სახლი იმიტომ, რომ ერთად და ტკბილად გაატარონ სიბერე.


2008 წელს 7-მა ჩინელმა დაქალმა გადაწყვიტა, როდესაც პენსიაზე გავიდოდნენ, ერთად ეცხოვრათ ოცნების სახლში.

7-ივე გოგონა ბავშვობიდან მეგობრობდა. როდესაც 20 წელი გავიდა, შეატყვეს, რომ ერთმანეთისთვის ძალზე მცირე დრო რჩებოდათ, ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემებს დიდი დრო მიაქვს. "არა უშავს, სიბერეში დაკარგულ დროს ავინაზღაურებთ" - წამოიძახა ერთ-ერთმა, თუმცა ეს შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა დაქალებს ჭკუაში დაუჯდათ.

შარშან მეგობრები ოცნების განხორციელებას შეუდგნენ. ქალებმა იყიდეს დაუმთავრებელი სახლი გუანჯოუს გარეუბანში, შემდეგ კი 580 000 აშშ დოლარი დაახარჯეს, რომ სასახლის მშენებლობა და რემონტი ბოლომდე მიეყვანათ.

სამსართულიანი "მოხუცთა სახლის" ფართობი 7535 კვადრატული ფუტია, 7 ოთახით და დიდი ჰოლით პირველ სართულზე, ჩაის პავილიონი, აუზი და სამზარეულო, ხოლო ფანჯრები, იატაკი და ჭერი შუშისაა.