loader

რას წერს ბაღდათში გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის და - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს ბაღდათში გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის და

ბაღდათის მუნიციპალიტეტში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა.

19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა, ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბაღდათის ცენტრში "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.