loader

"11 რომ გათენდა, შეწყდა სატელეფონო ზარები, იმ წუთასვე ვიცოდი, რომ აღარ იყო" - შინდისის გმირებს ოჯახის წევრები იხსენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"11 რომ გათენდა, შეწყდა სატელეფონო ზარები, იმ წუთასვე ვიცოდი, რომ აღარ იყო" - შინდისის გმირებს ოჯახის წევრები იხსენებენ

შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. ომში დაღუპულ 17 ქართველ ჯარისკაცს დილიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში იხსენებენ. შინდისის გმირთა მემორიალთან ადგილობრივები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ადამიანები გმირებს პატივს მიაგებენ.

2008 წელს, 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ვეფხვია ჯიშკარიანი, ემზარ წილოსანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ალექსანდრე ონიანი, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.